top of page

გამოკითხვა

   პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე აქტივობა, რომლებიდანაც ერთ-ერთი იყო ხალხის გამოკითხვა. იგი მიზნად ისახავდა გაგვერკვია საქართველოში მოსახლეობა რამდენად ინფორმირებულია ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და რა დმოკიდებულებას იჩენს მოსახლეობა როდესაც კომპანია ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების კეთილდგეობაზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია რამდენად საჭიროებს ხალხი ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანებმა ასაკით 18 იდან 56 წლის ჩათვლით. გამოკითხულებთან შედგა პირდაპირი კომუნიკაცია და მივიღეთ უკუკავშირიც. ჩვენ რესპოდენტებს დავუსვით შემდეგი შეკითხვები:

1. რას ფიქრობთ საქართველოში ბიზნესი ორიენტირებულია თუ არა მომხმარებლის კეთილდღეობაზე?

2. ჩართულია თუ არა ბიზნესი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ადამიანების დახმარებაში?

3. რასთან ასოცირდება თქვენთვის ტერმინი ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობა?

4. ენდობით თუ არა პროდუქტის ხარისხს რომელსაც იძენთ და არის თუ არა ის ფასის შესაბამისი? ( თუ არა, რა გზას მიმართავდით ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?), 

პასუხები, რომლებიც დაგაინტერესებთ:

ეტალონის დამფუძნებელი - გოჩა ტყეშელაშვილი -
00:00 / 00:00
გასაუბრება ახალგაზრდა რესპოდენტთან -
00:00 / 00:00
bottom of page