top of page
Writer's pictureAni Kikalishvili

CSR-ის მნიშვნელობა და როლი

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის რეაქცია საზოგადოების შეცვლილ მოთხოვნებზე. 21-ე საუკუნეში ბუნებისა და საზოგადოებრივ საკითხებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. აქედან გამომდინარე თუ ბიზნეს აქვს პრეტენზია წარმატებასა და წინსვლაზე, მაშინ იგი ვერავითარ შემთხვევაში გვერდს ვერ აუვლის საზოგადოებისა და გარემოს საკითხებს. ეს იმითაა განპირობებული, რომ 21-ე საუკუნის მომხმრებელი არა მხოლოდ საუკეთესო ფასსა და პროდუქციის მომსახურების ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას ,არამედ ის ელოდება კომპანიისგან მომხმარებლის უფლებების დაცვას , პატიოსნებას, გარემოს დაცვასა და გაფრთხილებას. სწორედ ამიტომ, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი კომპანიის ძირითადი საზრუნავი ხდება „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა“.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) განისაზღვრება შემდეგნაირად

„კომპანიის ინტერესები არ უნდა იყოს იმ სამყაროს ჯანმრთელობასა და

კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ეკუთვნის თავად კომპანია. იგი

უნდა ასახავდეს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს, იცავდეს გარემოს, იჩენდეს

პატივისცემას ადამიანის უფლებების მიმართ და დადებითი წვლილი შეჰქონდეს

საზოგადოების ცნობიერებაში.” (EGAN & Wilson, 2002, p. 68).

ძირითადი პათოსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის მიზნები არ უნდა იყოს

მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღება და ინვესტორებისთვის დაბრუნება, არამედ

აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება, იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

გარდა იმისა, რომ CSR-ს სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის განვითარებისთვის, კერძოდ, ისეთ სამყაროში, სადაც ბრენდი და რეპუტაცია კომპანიის ყველაზე ღირებული ქონებაა, CSR კომპანიას ერთგულებასა და ნდობას მოაპოვებინებს, რაც მისი წარმატებული და მდგრადი მომავლის გარანტია.

Comments


bottom of page