top of page
Writer's pictureIko Khidesheli

არსებული პრობლემები

მთელი ისტორიის განმავლობაში ბიზნესში წარმატების მიღწევა დიდ სირთულეს წამოადგენდა ყველასთვის, რადგან წარმატების მიღწევა ყველას უნდა და მისთვის ბრძოლა ნამდვილი ბრძოლისგან დიდად არ განსხვავდება. მაგრამ ბევრს ავიწყდება ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლაში არსებობს წესები. დღესდღეობით წარმატებული ბიზნესების დიდი ნაწილი მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და მოგების გაზრდისთვის ყველაფერზე მიდის რაც ისეთ ბიზნესებში როგორიცაა, მაგალითად, სუვენირების ან თუნდაც ტანსაცმლის ბიზნესები არ არის ისეთი საშიში, მაგრამ როცა საქმე უკვე საკვებს ან სასმელს ეხება ჩნდება ძალიაბ ბევრი და დიდი საშიშროება. ხალხის დიდი ნაწილი არ არის დარწმუნებული იმ პროდუქტებში რომელსაც მოიხმარს და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობას სერიოზულად თითქმის არავინ არ ეკიდება.

თანამედროვე სამყაროში ხალხს არც თუ ისე მაღალი ხარისხის პროდუქტში მაღალ ფასს იხდის და თითქმის არსად ხარისხი არ არის ფასის შესაბამისი ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პროდუქტები საკმარისად კარგად არ მოწმდება და კონტროლირდება. ბიზნესმენების შინაგანი პასუხის მგებლობა ვერ წვდება იმას, რომ შენი მოგების გამო სხვისი დაზარალება, როგორც მინიმუმ, სწორი არ არის, ამიტომ აუცილებელია შიშის გზას მივმართოდ რათქმაუნდა ამაში რადიკალურ გზებს არ ვგულისხმობ, მაგრამ თუნდაც კონტროლის გამკაცრება ალბათ არ იქნება ურიგო. ამ ყველაფრის გადაჭრის ალბათ ბევრი გზა არსებობს მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა დღევანდელ სამყაროში პრობლემაა.

Comments


bottom of page