საქართველოში ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობის თემა თითქმის 14 წლისაა. პირველად თემა გააქტიურდა 2005 წელს როდესაც გაიმართა შეხვედრები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს სექტორს შორის. 2007 წელს კი საქართველოში შეიქმნა გლობალური შეთანხმება რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობის თემის პოპულიზაცია. ამ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით გამოჩნდა რომ ქართველი ხალხი ნაკლებად არის ინფორმირებული ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ მოსახლეობა არ ითხოვს მოქმედი კომპანიებისგან სოციალური სოციალური ქმედებების განხორციელებას. საქართველო ნელნელა ვითარდება და ნერგავს საერთაშორისოდ აღიარებულ აღიარებულ სტანდარტებს. , ქართულ კომპანიებს დიდი სოციალური პროგრამის განხორციელება ძირითადად საკუთარი რესურსების ხარჯზე ცდილობენ,მათ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი საქველმოქმედო სახე უფრო აქვს ვიდრე სისტემური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის და სწორედ ამიტომ სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წინ დიდი ბრძოლა ელის როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი კომპანიების დასარწმუნებლად მათ მიერ საქმიანობის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
Comentários