top of page
Writer's pictureIko Khidesheli

British Airways-ს მაგალითი

1994 წელს ავიაკომპანიამ British Airways დაიწყო კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდასაჭერად მგზავრებისაგან თანხების მოგროვებით. პროგრმას ერქვა „შეცვალე უკეთესობისაკენ“. კამპანიის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ავიაკომპანიის მგზავრები. ყოველ წელს, საშუალოდ 16 მილიონი ამერიკელი მოგზაურობს ევროპაში და უკან დაბრუნებისას, ხშირად ჯიბეში უყრიათ უცხოური ხურდა ფული, რომელსაც სამშობლოში ვერაფერში გამოიყენებენ. სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩატარებული კამპანია. ბრიტანეთის ავიახაზების მიერ განხორციელებული ფრენების დროს მგზავრებს სავარძლებზე ხვდებოდათ სპეციალური კონვერტები, რომლებშიც მათ შეეძლოთ ჩაეყარათ ხურდა ფული UNICEF -ის მხარდასაჭერად. იმავდროულად, თვითმფრინავში აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რა მიზნით გროვდებოდა თანხა. 2002 წლისათვის ბრიტანეთის ავიახაზებს უკვე 31 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა შეგროვებული.

Comments


bottom of page