„ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანთა განვითარების ეროვნული ინსტიტუტის“ მონაცემების მიხედვით „ჩვილთა უეცარი სიკვდილიანობის სინდრომი“ (SIDS) 12 თვემდე ჩვილთა გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჩრდილოეთ ამერიკაში. 1994 წელს ინსტიტუტმა წამოიწყო სოციალური მარკეტინგის კამპანია „ზურგზე ძილი“ (Back to sleep), რომლის მიზანი იყო ჩვილ ბავშვთა მშობლების ქცევის შეცვლა, კერძოდ, ჩვილ ბავშთა ზურგზე დაძინების დამკვიდრება, რაც ამცირებს SIDS-ის სიმდრომის ალბათობას. 1999 წელს Pampers-მა ამ კამპანიის მხარდაჭერა დაიწყო. პამპერსი ბეჭდავდა კამპანიის ლოგოს საკუთარი საფენების შესაკრავებსა და შეფუთვაზე სამ ენაზე (ინგლისური, ფრანგული, ესპანური). ასევე, ბროშურებს ავრცელებდა ბავშვთა კლინიკებში და ახორციელებდა აქტიურ მედია კამპანიას, რომელიც გამიზნული იყო უმცირესობათა ჯგუფებისთვის. ამ კამპანიის ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია ყოველწლიურად 2 მილიონამდე ოჯახს მიეწოდებოდა. რამდენიმე წელიწადში, კამპანიის დაწყების შემდეგ, ჩვილთა უეცარი სიკვდილიანობის სინდრომის სიხშირემ 50%-ით მოიკლო.
top of page
bottom of page
Comments