top of page

Subway-ს მონაწილეობა

  • Writer: Iko Khidesheli
    Iko Khidesheli
  • Jan 16, 2019
  • 1 min read

ამერიკულმა კომპანიამ Subway მონაწილეობა მიიღო აშშ-ს რამდენიმე ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სოციალურ კამპანიაში, რომლის მიზანი იყო გულის დაავადებათა პრევენცია ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის დამკვიდრების მეშვეობით. Subway -ს წვლილი ამ კამპანიის განხორციელებაში შემდეგში მდგომარეობდა: იგი ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა კამპანიას. კამპანიის ლოზუნგები ჩართული იყო Subway-ს სატელევიზიო და რადიო რეკლამებში. კომპანიამ გამოუშვა სპეციალური პროდუქტების სერია – 7 ახალი სახეობის სენდვიჩი, რომელიც 6 გრამზე ნაკლებ ცხიმს შეიცავდა ( “Seven under six” ).

Comments


bottom of page